Belive

საქართველო რუსეთის სარაგბო დაპირისპირება მაყურებლის გარეშე გაიმართება

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
14 მარტს, "მიხეილ მესხის სტადიონზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯღალოსნების მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. "ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის #რაგბიჩვენითამაშია ", - აღნიშნულია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში. წყარო: GeorgianRugby

სხვა სტატიები