Belive

"საქართველომ საოცრად ითამაშა და მოგება დაიმსახურა" - უელსელების კომენტარები მატჩის შემდეგ

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

უელსის დედაქალაქ კარდიფში, ლეგენდარულ “პრინსიპალიტიზე” უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გაიმართა, სადაც "ბორჯღალოსნებმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს (12:13).

მატჩის შემდეგ, უელსის რაგბის კავშირის "ფეისბუქ" გერდზე, ბრიტანელმა გულშემატკივრებმა მათი ნაკრების თამაში შეაფასეს.

"მთელი ცხოვრება უელსის ფანი ვარ, მაგრამ დღეს საქართველო წარმატებას იმსახურებდა!"

"უელსელი ვარ, თუმცა ბოლოს საქართველოს ნაკრებს ბოლომდე ვგულშემატკივრობდი, მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს".

"ერთი წლის განმავლობაში სახლში წავაგეთ იტალიასთან და საქართველოსთან, ამის შემდეგ მწვრთნელი უნდა დარჩეს ნაკრებში?! საგანგაშოა".

"ყოჩაღ საქართველოს, დღეს მოედანზე საუკეთესომ გაიმარჯვა..."

"მე შოტლანდიელი ვარ და უნდა ვთქვა, რომ ეს იყო შესანიშნავი თამაში საქართველოს მიერ".

"ინგლისელი ვარ და მწყინს, როდესაც უელსს ასეთ დღეში ვუყურებ, არადა ძირითადი შემადგენლობით ითამაშეთ. ყოჩაღ ქართველ ბიჭებს, მათ მეორე ტაიმში სრულიად იგრძნეს თამაში და სადავეები ხელში ჩაიგდეს. დასაფასებელია მათი ასეთი ბრძოლა, შედეგიც სახეზეა".

"ჯერ იტალიასთან გამარჯვება რად ღირდა, ახლა კი უელსს უშანსოდ მოუგეს სტუმრად. ყოჩაღ საქართველოს ნაკრებს, თამაშიდან თამაშამდე უმატებენ და ამტკიცებენ, რომ ისინი 6 ერში თამაშს იმსახურებენ. ეს უბრალო გამარჯვება არ არის, ეს ისტორიაა".

სხვა სტატიები