Belive

საქართველოს დამარცხების შემთხვევაში რუსები სოლიდურ პრემიას მიიღებენ

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
რუსეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა - იგორ არტემიევმა განაცხადა, რომ საქართველოს დამარცხების შემთხვევაში რუსი მორაგბეები სოლიდურ პრემიებს მიიღებენ. "სრული სერიოზულობით გპირდებით, რომ საქართველოს დამარცხების შემთხვევაში რუსი მორაგბეები ძალიან დიდ პრემიებს მიიღებენ. მოგეხსენებათ, ჩვენი პრინციპული მეტოქის დამარცხებას 25 წელზე მეტია ვერ ვახერხებთ. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი საკლუბო ჩემპიონატი საკმაოდ საინტერესო ვითარებაში წარიმართა - ამ მხრივ საქართველოში რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო. შესაძლოა ამ ყველაფერმა ჩვენთვის სასიკეთო შედეგი გამოიღოს", - აღნიშნა არტემიევმა. შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს 23-ჯერ დაუპირისპირდა. 21 შეხვედრა "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა, 1 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. ერთადერთი გამარჯვება, რომელიც რუსებმა მოიპოვეს 1993 წლით თარიღდება. ასევე იხილეთ: რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ქართველებით გაძლიერდა

სხვა სტატიები