Belive

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილით გავიდა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბი ევროპის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთს სტუმრად 26:23 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილით გავიდა. შედეგად, ბორჯღალოსნები 2023 წლის მსოფლიო თასზე C ჯგუფში ავსტრალიის, უელსისა და ფიჯის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ (მეხუთე ნაკრები კვალიფიკაციის გამარჯვებული იქნება). უკვე ისიც ცნობილია, რომ საქართველო პირველ მატჩს 9 სექტემბერს, ,,სტად დე ფრანსზე'', ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს, ბოლო ტურში კი 7 ოქტომბერს უელსს დაუპირისპირდება. ავსტრალია, უელსი და ფიჯი საქართველოსთვის ნაცნობი მეტოქეებია, წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა D ჯგუფში სწორედ მათთან ერთად იასპარეზა და სამივე შეხვედრა დათმო (საქართველო 14:43 უელსი; საქართველო 10:45 ფიჯი; საქართველო 8:27 ავსტრალია).

სხვა სტატიები