Belive

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე: "არ ხარ შენ მილტონ კარგი კაცი"

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, გიორგი ჩხაიძემ სოციალურ ქსელში მწვავე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც რაგბის კავშირი და მილტონ ჰეიგი გააკრიტიკა. ჩხაიძის უკმაყოფილების მიზეზი მსოფლიო თასისთვის 31-კაციან განაცხადში მერაბ კვირიკაშვილის ვერ მოხვედრა გახდა. რაგბის კავშირის ცნობით, მეკომ შეკრებაზე ტრავმა მიიღო. “ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ! ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს რომელსაც 4 მსოფლიო აქვს ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხო არ გააფრინეთ თქვე ოჯახ აშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი და ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს მაინც. მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!! რა გჭირთ ამ ფედერაციაში რა შეგაშინათ ესე ამ გადაჭრილმა კაცმა. მაგას პროფესიონალიზმი აღარ ქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არაუშავს. ეს ესე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ. არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ. გიორგი ჩხაიძე (ბინგო)”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე იხილეთ: ბორჯღალოსნების შემადგენლობა მსოფლიო თასზე ცნობილია

სხვა სტატიები