Belive

საქართველოს ნაკრებს ოთია გიორგაძე გამოაკლდა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
საფრანგეთში სადისციპლინო კომიტეტმა დღეს ოთია გიორგაძის საკითხი განიხილა და ხუთი კვირით დასაჯა. ქართველი მორკინალი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის PRO D2-ის  მე-17 ტურში, მსაჯმა სახიფათო თამაშისთვის წითელი ბარათით დასაჯა. გიორგაძემ მატჩი „ბრივის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეხუთე წუთზე „ბიარიცს“ ლელოც დაუდო, მაგრამ მატჩის მე-14 წუთზე კონტაქტისას მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო მოედნიდან გააძევეს. საბოლოო ჯამში, „ბრივმა“ 36:26 მოიგო. ოთიას თამაში 25 თებერვლამდე აუკრძალეს და საქართველოს ნაკრებს ერთა თასის პირველ ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.  

სხვა სტატიები