Belive

საქართველოს რაგბის კავშირი | ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. “ბორჯღალოსნების” თავკაცს COVID19-ით ინფიცირება სამხრეთ აფრიკაში დაუდასტურდა და დაუყოვნებლივ, იოჰანესბურგის საავადმყოფოში მოათავსეს. მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად კრიტიკული იყო, ახლა კი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა დავადასტუროთ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. მას სამხრეთ აფრიკაში კოვიდ 19 დაუდგინდა, რის გამოც იგი ნაკრებთან ერთად არ დაბრუნდა საქართველოში." "იგი ამ ეტაპზე იმყოფება სავაადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივი ექიმების გარდა, ლევან მაისაშვილთან იმყოფებიან ბორჯღალოსნების სამედიცინო შტაბის წევრები." "გაცნობებთ, რომ ჩვენ ამ ინფორმაციას ლევან მაისაშვილის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვავრცელებით." "ვუსურვებთ ლევანს მალე გამოჯანმრთელებას და სიახლეებს მისი მდგომარეობის შესახებ რეგულარულად მოგაწვდით."
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები