Belive

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
16 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი (ბაჩო ხურციძე, გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე) იბრძვის. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ფორმატისა და თარიღის შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება (ყრილობა) 30 დეკემბერს, თბილისში, "ლოკომოტივის სარაგბო ბაზაზე" გაიმართება. ყრილობა, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო თითქმის ერთი წლით გადაიდო 13 საათზე დაიწყება. დღის წესრიგის თანახმად, ყრილობაზე მოისმენენ რაგბის კავშირის გამგეობისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შემაჯამებელ ანგარიშს; მოხდება საერთო კრებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა და შეკრებილები მოისმენენ მათ გამოსვლას, რის შემდეგაც დაიწყება კენჭისყრის პროცედურა. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატები არიან ლაშა (ბაჩო) ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები