Belive

საქართველოს რაგბის კავშირს ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
30 დეკემბერს, რაგბის კლუბ "ლოკომოტივის" სავარჯიშო ბაზაზე, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად საჭირო დელეგატების შეკრების შემდეგ, კვორუმი შედგა და ხმის მიცემის პროცედურა გაიმართა. საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. ვეტერანმა ქართველმა მორაგბებ 31 ხმა დააგროვა - მისმა მოწინააღმდეგე გოჩა სვანიძემ კი 10 ხმის დაგროვება შეძლო. საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ ბაზაზე გამართულ საარჩევნო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე 80 დელეგატიდან, რეგისტრაცია მხოლოდ 43-მა გაიარა. ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადეს ლაშა (ბაჩო) ხურციძის მხარდამჭერებმა, თუმცა კვორუმისათვის საჭირო დელეგატთა რაოდენობა (41) მაინც შეიკრიბა. ფოტო: Oto Maglakelidze (RFE/RL)

სხვა სტატიები