Belive

სარასენსი უმძიმეს მდგომარეობაშია - დაქვეითებასთან ერთად მათ სპონსორი დაკარგეს

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
ინგლისის რაგბის ჩემპიონატის (ავივა პრემიერშიფის) ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "სარასენსი" უმძიმეს მდგომარეობაშია. რამდენიმე თვის წინ ისინი ფინანსური მახინაციების გამო მეორე დივიზიონში დააქვეითეს, ახლა კი მათ სპონსორი "ალიანცი" დაკარგეს. გერმანულმა ფირმამ "ალიანცმა" დაადასტურა, რომ ისინი მზად არიან სეზონის ბოლოს "სარასენსთან" კონტრაქტი გაწყვიტონ და თანამშრომლობა შეწყვიტონ. ისინი ინგლისურ კლუბთან 2012 წლიდან თანამშრომლობენ, მათი სახელი კი "სარასენსს" ფორმაზე ჰქონდათ დატანილი და ასევე სტადიონსაც "ალიანც პარკი" ერქვა. "სარასენსსა" და "ალიანცს" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებდათ, თუმცა მათ ეს კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყვიტეს.  

სხვა სტატიები