Belive

სასწრაფოდ: სამხრეთ აფრიკის 20 წლამდელთა ნაკრები საქართველოს დანაკლისით ხვდება

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ აფრიკის 20 წლამდელთა ნაკრები საქართველოს დიდი დანაკლისით ხვდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ აფრიკელთა ლიდერი, ფრანკე ჰორნი ტრავმირებულია და დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჰორნმა მხრის ტრავმა შოტლანდიასთან მიიღო, აფრიკელებმა კი მეტოქე  43:19 დაამარცხეს. სამედიცინო კვლევამ აჩვენა, რომ ჰორნის ტრავმა სერიოზულია და მისთვის მსოფლიო თასი დასრულდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასის მეორე ტურში სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს ხვალ, 8 ივნისს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას Live.ge-ს ფეისბუქ გვერდზე იხილავთ.

სხვა სტატიები