School’s Rugby | ბრწყინვალე კონტაქტი ლელოს ხაზთან | VIDEO

“ვესტვილისა” და “მარიტსბურგის” კოლეჯის სარაგბო მატჩის საყურებლად მისულმა გულშემატკივარმა, გასაოცარი დაპირისპირება იხილა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ლელოს ხაზთან შესრულებული იდეალური ბოჭვაა ასახული.

მორაგბემ ბრწყინვალე კონტაქტით დამცველს წონასწორობა დააკარგვინა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ლელო გარდაუვალი იყო, თუმცა შეტევა ჩათვლის მოედანში დამიწებული ბურთის ნაცვლად, არანაკლებ გასაოცარი ბოჭვით დასრულდა.

School’s Rugby | ბრწყინვალე კონტაქტი ლელოს ხაზთან | VIDEO

სტატიის ავტორი
-