Belive

სებასტიენ ვაამაინამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
უელსის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მიღებული წითელი ბარათიდან 24 საათში საფრანგეთის ნაკრების მეორეხაზელმა სებასტიენ ვაამაინამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. წითელი ბარათი ვაამაინას მატჩის მთავარმა არბირტმა იაკო პეიპერმა მას შემდეგ უჩვენა, რაც ფრანგმა მოლში უელსელ აარონ უეინრაიტს სახეში იდაყვი უთავაზა.აღნიშნული ბარათი "ლე ბლესთვის" საბედისწერო აღმოჩნდა, მანამდე წინ მყოფმა ფრანგებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და "დრაკონებთან" 20:19 დამარცხდნენ, უელსი ნახევარფინალში გავიდა სადაც სამხრეთ აფრიკას შეხვდება. "იმ მომენტში თავი დავკარგე, ეს ძალიან რთულია" - განაცხადა 28 წლის მორაგბემ. ვაამაინა ნაკრებში დებიუტი 2012 წელს ავსტრალიასთან ჰქონდა და აქამდე 46 კეპი მოიხვეჭა.

სხვა სტატიები