Belive

სერგეი ჩუპროვი | საქართველოსი არ უნდა გვეშინოდეს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული

2 წლის წინ რაგბი
2 წთ

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველო რუსეთს დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” მატჩი 27 თებერვალს, “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 თებერვალს 250-ე ტესტ-მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნებს” “დათვებთან” ზედიზედ 24 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის საგზურს ნაადრევად მოიპოვებენ – რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება და მსოფლიო თასს მიღმა დარჩება.

პრინციპული მატჩის წინ, “კრასნი იარის” პრეზიდენტი – სერგეი ჩუპროვი აღნიშნავს, რომ რუსეთს საქართველოსი არ უნდა ეშინოდეს. RUGGER.INFO-სთან საუბარში, ჩუპროვმა ვრცელი კომენტარი გააკეთა.

“მჯერა, რომ საქართველოსთან კარგი დაპირისპირება იქნება. საქართველოს შიში არ არის საჭირო, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ რუსეთის ნაკრები თამამად ითამაშებს, მას შეუძლია კარგი შედეგის მიღწევა. ბიჭებმა უნდა მიხედონ საკუთარ თავს, შეცდომებს და მათგან გამოიტანონ სწორი დასკვნები. შესაბამისი შედეგის მისაღებად თავდაუზოგავად უნდა იბრძოლო”, – აღნიშნავს ჩუპროვი. Players can play online slots for free or they can opt to play online slots using real money with some online casinos offering just free real money slot games with only a few bonus rounds https://clickmiamibeach.com/ and none of the thrill of real money games.

სხვა სტატიები