Belive

სერხიო პარისე ტულონს შეუერთდა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
"სტად ფრანსეში" გატარებული თითქმის 15 წლიანი კარიერის შემდეგ, სერხიო პარისემ კლუბი დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სახელოვანმა იტალიელმა მორაგბემ კლუბის მესვეურებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, პარისემ "სტად ფრანსე" დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, სერხიო პარისე "ტულონს" შეუერთდა. წყაროს მტკიცებით, პარისემ "ტულონთან" 1 წლიან კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, "ტულონის" ღირსებას ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე იცავს.

სხვა სტატიები