Belive

შალვა მამუკაშვილი და ჰარი პოტერი ლესტერის წინააღმდეგ - ქართველ ჰუკერს პრემიერშიპში დებიუტი ექნება

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
ინგლისის პრემიერშიპის 21-ე ტურის შეხვედრაში "ბრისტოლი" "ლესტერს" დაუპირისპირდება. აღნიშნულ დაპირისპირებაში შალვა მამუკაშვილის დებიუტი შედგება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ჰუკერი, "ლესტერის" მარქაფშია და "ბრისტოლის" წინააღმდეგ თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცემა. "ბრისტოლისა" და "ლესტერის" დაპირისპირება 30 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება. "ლესტერის" შემადგენლობაში შალვა მამუკაშვილისა და არაერთი სახელოვანი ინგლისელი მორაგბის გვერდით ჰარი პოტერიც იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ "ლესტერის" ვინგერი, ჰარი პოტერი იმავე წელსაა დაბადებული (1997), როდესაც ჯოან როულინგის ამავე სახელწოდების ბესტსელერი - "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" გამოქვეყნდა.
111

სხვა სტატიები