Belive

შავი ლომი ქარი ქაფის ნაცვლად ამერიკული რაგბის სუპერ ლიგაში ითამაშებს?!

1 წლის წინ რაგბი
2 წთ
პირველი ქართული ფრენჩაიზი - "შავი ლომი", რომელიც რაგბი ევროპის სუპერთასსა და ქარი ქაფზე ასპარეზობს, მომავალი წლიდან შესაძლოა ახალ ტურნირში ჩაერთოს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა ფრენჩაიზმა შესაძლოა ქარი ქაფი დატოვოს და მის ნაცვლად ამერიკული რაგბის სუპერ ლიგაში იასპარეზოს. აღნიშნულის შესახებ SLAR-ის (ამერიკული რაგბის სუპერ ლიგა) მთავარმა ორგანიზატორმა, დანიელ ურკადემ განაცხადა. რადიო М 90-ის ეთერში საუბრის დროს, ურკადემ აღნიშნა, რომ SLAR-ში შესაძლოა "შავმა ლომმა" იასპარეზოს. გასულ წელს, ქარი ქაფის პირველ დივიზიონში საორგანიზაციო კუთხით მრავალი დარღვევა დაფიქსირდა - შესაბამისად საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ უკმაყოფილება გამოხატა და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ქართულმა ფრენჩაიზმა სამხრეთ აფრიკული ტურნირი დატოვოს. SLAR (ამერიკული რაგბის სუპერ ლიგა) 2019 წელს დაარსდა. წელს ტურნირში ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა: ხაგუარეს XV (არგენტინა), კობრასი (ბრაზილია), სელკნამი (ჩილე), კაფეტეროსი (კოლუმბია), ოლიმპია ლაიონსი (პარაგვაი) და პენიაროლი (ურუგვაი). გამარჯვებული სწორედ ეს უკანასკნელი გახდა. შეგახსენებთ, რომ "შავმა ლომმა" რაგბი ევროპის სუპერთასი ტრიუმფით დაასრულა, ხოლო ქარი ქაფზე პირველად იასპარეზა და ნახევარფინალში გრიფონსთან 38:41 დამარცხდა.

სხვა სტატიები