შემოდგომის ერთა თასი | საქართველო-ფიჯის მაიკ ადამსონი განსჯის

“შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით რაუნდში, საქართველოსა და ფიჯის შეხვედრას შოტლანდიელი რეფერი, მაიკ ადამსონი განსჯის.

36 წლის მსაჯი 2014 წლამდე საერთაშორისო დონის მოთამაშე იყო. ის სხვადასხვა დროს “გლაზგო უორიორსში” და “ლონდონ სქოთიშში” თამაშობდა. იცავდა შოტლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების (16-იდან 21 წლამდე) ღირსებას, თამაშობდა შოტლანდიის კლუბების ნაკრებში და 7-კაცა ნაკრებში (2006-2011), მსაჯობა კი 2016 წელს დაიწყო.

აქამდე მას ბორჯღალოსნების მატჩი არასდროს უმსაჯია, თუმცა 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოში იმყოფებოდა.

ადამსონს კიდეებიდან შოტლანდიელი სემ გროვ-უაითი და იტალიელი ანდრეა პიარდი დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი კი ირლანდიელი ბრაიან მაკნისი იქნება.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

(72)

შემოდგომის ერთა თასი | საქართველო-ფიჯის მაიკ ადამსონი განსჯის

სტატიის ავტორი
-