Belive

PlanetRugby-ის შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში ქართველი მორაგბე მოხვდა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
21-22 ნოემბერს შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურის მატჩები შედგა, სადაც საქართველოს ნაკრები უელსთან 18:0 დამარცხდა, ინგლისმა ირლანდიას 18:7 მოუგო, ხოლო შოტლანდია კი საფრანგეთთან 15:22 დამარცხდა, რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, იტალიისა და ფიჯის დაპირისპირება გადაიდო და იტალიას ავტომატური გამარჯვება 28:0 ჩაეწერა აქტივში. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სარაგბო საიტმა PlanetRugby-მა კვირის საუკეთესო კლუბი შეადგინა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრი - ბექა გორგაძე მოხვდა.

გთავაზობთ კვირის საუკეთესო გუნდს PlanetRugby-ს ვერსიით

15. ტომას რამოსი (საფრანგეთი) 14. ბლეირ კინგჰორნი (შოტლანდია) 13. ვირიმი ვაკატავა (საფრანგეთი) 12. ჯონი უილიამსი (უელსი) 11. ჯონი მეი (ინგლისი) 10. კალუმ შიდი (უელსი) 9. ბენ იანგსი (ინგლისი) 8. ბექა გორგაძე (საქართველო) 7. სემ ანდერჰილი (ინგლისი) 6. ტომ ქარი (ინგლისი) 5. ჯო ლანჩბერი (ინგლისი) 4. მარიო იტოჯე (ინგლისი) 3. კაილ სინკლერი (ინგლისი) 2. კამილ ჩეტი (საფრანგეთი) 1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი)

სხვა სტატიები