Belive

შემოდგომის ერთა თასზე, ინგლისელების მაისურებზე გვარები იქნება დატანილი

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

შემოდგომის ერთა თასის ყველა შეხვედრაზე ინგლისელ მორაგბეებს ზურგზე საკუთარი გვარები ექნებათ გამოსახული. პირველად ბრიტანელები აღნიშნული მაისურებით, არგენტინასთან მოახლოებულ ტესტ-მატჩზე გამოვლენ.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია პრემიერშიპის კლუბები ასეთი მაისურებით თამაშობენ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული გუნდი ამას გააკეთებს.

გადაწყვეტილება სპორტსმენების პოპულარიზაციის მიზნით მიიღეს. RFU-ს აღმასრულებელი დირექტორი ბილ სვინი გეგმავს, რომ ეს სიახლე ქალთა რაგბიშიც დაამკვიდროს.

„ვიმედოვნებ, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენი მორაგბეები უფრო პოპულარულები გახდებიან. გულშემატკივრები ყოველთვის ამაყად აფრიალებენ დროშას და თეთრ მაისურსაც დიდი პატივით ატარებენ. ისინი ასე გამოხატავენ მათ მხარდაჭერასა და პატივისცემას საკუთარი ნაკრების მიმართ. ვფიქრობ, მაისურებზე გვარების დატანა გულშემატკივარსა და მოთამაშეებს უფრო დაახლოებს.“ - განაცხადა ბილ სვინიმ.

ინგლისი საკუთარ საშემოდგომო კამპანიას არგენტინის წინააღმდეგ, 6 ნოემბერს დაიწყებს. გარდა ამისა, ისინი მომავალ თვეში ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკასა და იაპონიას უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები