Belive

შემოდგომის ტესტ-მატჩები | ბორჯღალოსნების პირველი მეტოქე ცნობილია!

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
ისტორიული გამარჯვების მოპოვების შედეგად, ამაღლებულ ნოტაზე დასრულებული ზაფხულის ტესტ-მატჩების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს მორიგი სასიხარულო სიახლე ელის. შემოდგომის ტესტ-მატჩების ეგიდით გასამართ შეხვედრებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, 5 ნოემბერს, საქართველოსა და ურუგვაის დაპირისპირება შედგება. მატჩის გამართვის ადგილი და ზუსტი დრო მოგვიანებით დადგინდება. აღსანიშნავია, რომ შემოდგომის ტესტების დაკსვნით და უპრინციპულეს მატჩს "ბორჯღალოსნები" უელსის წინააღმდეგ გამართავენ. 19 ნოემბერს, "პრინციპალიტიზე" უელსი საქართველოს შეერკინება. კიდევ ერთი მეტოქის ვინაობა, რომელსაც ქართველი მორაგბეები ნოემბერში დაუპირისპირდებიან ამ დროისათვის უცნობია. შეგახსენებთ, საქართველოსა და ურუგვაის უკანასკნელი დაპირისპირება 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე შედგა. D-ჯგუფის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე 33:7 დაამარცხეს.

სხვა სტატიები