Belive

შემოდგომის ტესტ მატჩებს ინგლისი დანაკლისით შეხვდება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ჯეიმი ჯორჯი, გაი პორტერი და ჯეკ უოკერი ტრავმის გამო ინგლისის ნაკრებს გამოაკლდნენ.

ედი ჯონსმა მათ შემცვლელად ადამ რადვანი, ჯეკ სინგლტონი და ჯორჯ მაკგინანი გამოიძახა. ისინი უკვე შეუერთდნენ გუნდს ლონდონში, სადაც ნაკრები სამდღიან შეკრებას გადის.

ინგლისი პირველ შეხვედრას არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ 6 ნოემბერს გამართავს. "თვიქენჰემზე" ბრიტანელები ზედიზედ სამ ნაკრებს იაპონიას, ახალ ზელანდიასა და მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები