შოტლანდიას ბორჯღალოსნებთან მატჩში 3 ვარსკვლავი დააკლდება

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 23 ოქტომბერს, “მარიფილდზე”, საქართველოს წინააღმდეგ 3 ლიდერის გარეშე ითამაშებს.

“ნარშავებს” – მეორეხაზელი ჯონი გრეი (57 კეპი), მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო 10-იანი ფინ რასელი (49 კეპი) და ფულბეკი სტიუარტ ჰოგი (76 კეპი) დააკლდებათ. ეს მორაგბეები წლებია შოტლანდიელთა ლიდერებად ითვლებიან. მათ გარდა, ასევე არ იქნება მესამეხაზელი სემ სკინერი (7 კეპი).

მათი უთამაშებლობის მიზეზი არის ის, რომ 17 ოქტომბერს ჩემპიონთა თასის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს “ექსეტერ ჩიფსი” და “რასინგ 92” დაუპირისპირდებიან, ხოლო 24-ში კი “ექსეტერ ჩიფსი” ინგლისის ჩემპიონატის ფინალს თამაშობს. ჯონი გრეი და სტიუარტ ჰოგი  სწორედ “ექსეტერ ჩიფსში” ასპარეზობენ და ბუნებრივია, რომ ინგლისის ჩემპიონატის ფინალის გამო მათ კლუბიდან არავინ გაუშვებს. ხოლო ფინ რასელი კი “რასინგ 92”-მა კლუბიდან ნაკრებში არ გაუშვა.

 

 

(915)

შოტლანდიას ბორჯღალოსნებთან მატჩში 3 ვარსკვლავი დააკლდება

სტატიის ავტორი
-