Belive

შოტლანდიელების ძირითადი შემადგენლობა საქართველოსთან მატჩში ცნობილია!

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ შაბათს, 31 აგვისტოს ისტორიაში პირველად, თბილისში პირველი დონის სარაგბო ქვეყანა ითამაშებს. "დინამო არენაზე" "ბორჯღალოსნები" შოტლანდიას დაუპირისპირდებიან. შოტლანდიელებმა დღეს დაასახელეს ის 23 კაციანი შემადგენლობა, რომელიც საქართველოს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია რომ არც ძირითადში და არც მარქაფაში არ არის შოტლანდიელთა ვარსკვლავი სტიუარტ ჰოგი, თუმცა შემადგენლობა მის გარეშეც საკმაოდ სოლიდურია. ძირითადიდან დაიწყებენ შეხვედრას გრეიგ ლეიდლოუ, ფინ რასელი, ჰემიშ უოტსონი და ჯონ ბარკლი.

სხვა სტატიები