Belive

შოტლანდიის რაგბის კავშირმა ბოდიში მოიხადა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
შოტლანდიის რაგბის კავშირმა "მარიფილდზე" 6 სექტემბერს გამართული მატჩის წინ შეცდომით შესრულებული საქართველოს ჰიმნის გამო ოფიციალურად მოიბოდიშა. შოტლანდიელების თქმით, ედინბურგში 36:9 მოგებული შეხვედრა სტადიონის ხელმძღვანელობამ შეცდომით გააუფერულა. ქართულმა მხარემ აღნიშნული ფაქტი სტადიონზევე გააპროტესტა. მასპინძლებმა მოიბოდიშეს და მატჩის შემდგომ მიღებაზე საქართველოს ჰიმნის სწორი ვერსია შეასრულეს.
"ეს იყო კომუნიკაციის ნაკლებობით გამოწვეული გაუგებრობა და ჩვენ დაუყოვნებლივ მოვუბოდიშეთ ქართულ დელეგაციას. სტუმრებისადმი პატივისცემის გამოხატვის მიზნით, ჰიმნის სწორი ვერსია მატჩისშემდგომ ცერემონიალზე შევასრულეთ და ასე შევხვდით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტსა და მოთამაშეებს. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს რაგბის კავშირთან" - განაცხადეს შოტლანდიის რაგბის კავშირში.
6 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან 36:9 დამარცხდა. ეს მსოფლიო თასამდე ბოლო შეხვედრა იყო. მომდევნო ოფიციალურ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს, მსოფლიო თასზე უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები