შოტლანდიელთა მწვრთნელი: “საქართველო ექვს ერში თამაშს იმსახურებს…”

ზაფხულის მეორე ტესტ მატჩამდე 24 საათზე ნაკლებია დარჩენილი. შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე კაპიტნის ვარჯიში გამართა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც შოტლანდიელთა დაცვის მწვრთნელმა  საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: “ჩვენი დონის ქვეყანა პირველად ჩამოვიდა საქართველოში, ვიცით, რომ ქართველებს ერთ-ერთი საუკეთესო მორკინალები ჰყავთ და ჩემს მორაგბეებს საკმაოდ დიდი ძალის დახარჯვა მოუწევთ, ჩვენ გათვიცნობიერებული გვაქვს, რომ რთული მატჩი გველის. საფრანგეთთან პირველ თამაშში ფიზიკურად არ ვყოფილვართ კარგად მომზადებულები და ამან გამოიწვია ჩვენი მარცხი, ხოლო მეორე მატჩში ეს ყველაფერი დავხვეწეთ, ქართველი მორაგბეები თამაშში დიდ ემოციას და ენერგიას დებენ და ჩვენი მთავარი მიზანი დაცვაში კარგი თამაში იქნება, რათა მარცხი თავიდან ავიცილოთ. საქართველო ძლიერი ნაკრებია და ისინი იმსახურებენ ექვს ერში შესვლას, არ აქვს მნიშვნელობა ხვალ ისინი მოიგებენ თუ დამარცხდებიან, მე არაერთხელ მითქვამს და ვამბობ, რომ ქართველები ექვს ერში თამაშს იმსახურებენ.

შოტლანდიელთა მწვრთნელი: "საქართველო ექვს ერში თამაშს იმსახურებს..." 1

საქართველოს ნაკრებზე ასევე ისაუბრა შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა სტივ მაკკინალიმ: “ქართულ შერკინებას დიდ პატივს ვცემ, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში, ჩვენ მათ ჩვენი ძალები უნდა დავუპირისპიროთ  და ამ მხრივაც ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაში იქნება.” 

 

 

(1430)

შოტლანდიელთა მწვრთნელი: “საქართველო ექვს ერში თამაშს იმსახურებს…”

სტატიის ავტორი
-