Belive

სკარლეტს პარკზე 3 დებიუტანტით - უელსი საქართველოს წინააღმდეგ დაირაზმა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, უელსი საქართველოს დაუპირისპირდება. 21 ოქტომბერს, "სკარლეტს პარკზე" გასამართი დაპირისპირების წინ, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - უეინ პივაკმა "დრაკონების" შემადგენლობა დაასახელა.
2222222222222
ჯეიმს ბოთამი, კირან ჰარდი და ჯონი უილიამსი "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ პირველ კეპს მოიხვეჭენ. უელსელთა კიდევ ერთი დებიუტანტი - იოან ლოიდი მარქაფაშია. აღსანიშნავია, რომ უელსი საქართველოს ლიდერების გარეშე, გადახალისებული შემადგენლობით მასპინძლობს. უელსისა და საქართველოს დაპირისპირება 21 ნოემბერს, თბილისის დროით, 21:15 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები