Belive

Skysports-მა ბექა გორგაძე კვირის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ შეიყვანა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ Skysports-მა ნოემბრის ტესტ მატჩების მეორე სათამაშო ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც ზედიზედ მეორედ მოხვდა ფრანგული "ბორდოს" და საქართველოს ნაკრების 8-იანი ბექა გორგაძე. ღონიერი 22 წლის მორაგბე მძლავრი ქართული შერკინების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ქართველებმა გამარჯვება 16 ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრის შემდეგ მოახერხეს. გორგაძე ოთხ მეტოქეს გაცდა, ბურთი წინ 12-ჯერ წაიღო, ცხრა ბოჭვა შეასრულა და სამოელებს ბურთი ერთხელ აართვა.“ – წერს SkySports. გთავაზობთ სიმბოლურ გუნდს:  1. კიან ჰილი (ირლანდია), 2. გილემ გირადო (საფრანგეთი), 3.  ტად ფურლოგი (ირლანდია), 4. დევინ ტონერი (ირლანდია), 5. ჯეიმს რაიანი (ირლანდია), 6. მაიკლ ლიჩი (იაპონია), 7. პიტერ ო’მანი (ირლანდია), 8. ბექა გორგაძე (საქართველო), 9. ტომოს ვილიამსი (უელსი), 10. ანდრე პოლარდი (სამხრეთ აფრიკა), 11. ჯეიკობ სთოქდეილი (ირლანდია), 12. რიოტო ნაკამურა (იაპონია), 13. ჰუ ჯონსი (შოტლანდია), 14. კენკი ფუკუოკა (იაპონია), 15. რობ კარნი (ირლანდია)   ფოტო აღებულია: Georgian Rugby-ს ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდიდან

სხვა სტატიები