Belive

სონი ბილ უილიამსმა სარაგბო კარიერა დაასრულა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
"ოლ ბლექსის" ლეგენდამ - სონი ბილ უილიამსმა, სარაგბო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, სონი ბილ უილიამსმა რაგბის კავშირისა და რაგბის ლიგის დატოვების გადაწყვეტილება კრივის სასარგებლოდ მიიღო. "ოფლოუდების მეფემ" საკუთარი ძალების მოსინჯვა კვლავ კრივში გადაწვიტა. ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების რიგებში, სონი ბილმა 58 კეპი მოიხვეჭა და 13 ლელოს დადება შეძლო. სონი ბილ უილიამსის პირადი აქტივი, სუპერ რაგბის 1, ოთხი ერის 4 და რაგბის მსოფლიო თასის 2 ტიტულს ითვლის.
Sonny Bill Williams has officially retired from both rugby union and league as he prepares to resurrect his boxing... Posted by Ultimate Rugby on Wednesday, March 10, 2021

სხვა სტატიები