Belive

სპრინგბოქსთან მეორე ტესტი შესაძლოა ჩაიშალოს | სამხრეთ აფრიკას კვლავ კორონავირუსი უტევს

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

"სპრინგბოქსისა" და "ბორჯღალოსნების" მეორე ტესტ-მატჩი შესაძლოა ჩაიშალოს. 9 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი აფრიკელთა ბანაკში გავრცელებული კორონავირუსის გამო საფრთხის წინაშეა. პრევენციის მიზნით, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა, ორშაბათს გასამართი "ბოკეს" ვარჯიში გააუქმა. სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იზოლაციაში გადავიდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, კორონავირუსი ამჯერად ლოდ დე იაგერს აღმოაჩნდა, რომელსაც ნაკრების წევრებთან კონტაქტი ჰქონდა. იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსი ნაკრების სხვა წევრებსაც აღმოაჩნდებათ და აფრიკელთა ბანაკში ეპიდემია გავრცელდება - მეორე ტესტ-მატჩი დიდი ალბათობით გაუქმდება.

შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ბრწყინვალედ წარმოაჩინეს თავი. მატჩის 35-ე წუთისათვის სამხრეთ აფრიკა საქართველოსთან 5:9 მარცხდებოდა, თუმცა "ბოკეს" მორაგბეებმა მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლეს და მატჩი მათი გამარჯვებით, ანგარიშით 40:9 დასრულდა. ასევე იხილეთ: სამხრეთ აფრიკას კორონავირუსი უტევს | ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ ბოკემ ვარჯიში გააუქმა ფოტო: Chris Kotze / Trysportimages

სხვა სტატიები