Belive

"ტესტებს არ გამოვტოვებ" - გიორგი ნემსაძემ Live.ge-სთან ტრავმაზე ისაუბრა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
როგორც ცნობილი გახდა, "ბორჯღალოსანთა" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნემსაძე ტრავმირებულია. ინგლისური და ქართული გამოცემები იუწყებიან, რომ გიორგი ნოემბრის ტესტ-მატჩებს გამოტოვებს. Live.ge დაინტერესთა ამ ფაქტით და გიორგისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გამარჯობა გიორგი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რომ მძიმედ დაშავდი. გვაინტერესებს რისი ტრავმა გაქვს და რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა? - გამარჯობა. დაზიანება მივიღე, თუმცა საბედნიეროდ სერიოზული ტრავმა არ მაქვს. რისი ტრავმა მიიღე და რამდენ ხანს იუქმებ ? - დაზიანება კისრის არეში მივიღე, როგორც უკვე აღვნიშნე სერიოზული ტრავმა არ მაქვს. ვარჯიშით ვვარჯიშობ ჩვეულებრივად, უბრალოდ თამაში ამიკრძალეს 2 კვირით, რადგან კონტაქტი არ შეიძლება. როდის დაბრუნდები და დაახლოებით თუ იცი, დაეხმარები თუ არა ჩვენს ნაკრებს ტესტ-მატჩებზე?  - 2 კვირაში თამაშს დავიწყებ, შესაბამისად ეროვნულ ნაკრებს ტესტ-მატჩებზე დავეხმარები. შემიძლია დავადასტურო, რომ ტესტ-მატჩებს არ გამოვტოვებ.   Live.ge გიორგი ნემსაძეს წარმატებებს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სხვა სტატიები