Belive

თაგ რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგის გამარჯვებული 192-ე სკოლა გახდა

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

თუმცა, ჯილდო ჩემპიონატში მონაწილე 12-ვე გუნდის ყველა მოთამაშეს გადაეცა.

თაგ რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგის გამარჯვებული თბილისის 192-ე სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ ოთაბრძოლაში წმინდა გიორგის სახელობის  სკოლის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში სძლია; ფინალური მატჩი 15 დეკემბერს „რაგბი პლატოზე“ გაიმართა;

რაგბის სასკოლო ლიგაში მონაწილე ყველა, 12-ვე სკოლის საბავშვო გუნდის ყველა მოთამაშეს რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთები გადაეცათ, რომელიც 17 დეკემბერს „ავჭალაზე“ ‘შავ ლომსა’ და ‘თელავივ ჰითს’ შორის გაიმართება; სასკოლო რაგბის ფინალს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ და ბილეთები სასკოლო ლიგის მონაწილეებს მათ პირადად გადასცეს.


222-7

თაგ-რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგა თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, საქართველოს რაგბის კავშირის და კომპანია პე-ეს-პე-ს მხარდაჭერით გაიმართა, ორგანიზატორი კი – ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციაა“. თაგ რაგბის სასკოლო ტურნირი წელს პირველად შედგა.



თაგ-რაგბი მსოფლიო რაგბის პროგრამაა, რომელმაც საქართველოს საჯარო სკოლებში  საქართველოს მთავრობის, რაგბის კავშირის და ფონდ “ქართუს” ინიციატივით სტარტი წელს აიღო. ის 150 სკოლას მოიცავს; უკონტაქტო რაგბის საშუალებით პროგრამა მოსწავლეთა ფიზიკურ აღზრდას ემსახურება და მათ რაგბის ფასეულობებს აზიარებს.

სასკოლო ლიგა ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის პროექტია, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება და სპორტის 10 სახეობაში სასკოლო ჩემპიონატებს აერთიანებს; 2022-2023 სასწავლო წელს სასკოლო ლიგის ტურნირებში ქვეყნის მასშტაბით 350-მდე სკოლის 5 ათასზე მეტი  მოსწავლე მონაწილეობს.




წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები