Belive

თარჯიმანი რომელიც საქართველოს ნაკრებს სულ სხვა იაპონიას აჩვენებს

4 წლის წინ რაგბი
3 წთ
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ყველა მონაწილეს თავისი თარჯიმანი ჰყავს. მაგრამ ქვეყანაში სადაც თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი საუბრობს ქართულად, ერთი 28 წლის კაცი საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჰაიატე სოტომე, რომელიც საქართველოს ნაკრების თარჯიმანია ამბობს, რომ მას სურს მხარი დაუჭიროს "მოთამაშეებს, რომლებიც მძიმედ შრომობენ მათთვის უცხო ქვეყანაში" "უფრო დიდი ზომა თუ აქვთ?" და "დოლარში რა ღირს?" ეს ის კითხვებია რომლებსაც "ბორჯღალოსნები" ჰაიატეს უსვამდენენ შუა სექტემბერში ნაგოიაში შოპინგისას. ჰაიატე, ანუ "ვატო", როგორც მას შეარქვეს,  ეხმარება ნაკრებს სასტუმროებში, საავადმყოფოებში თუ სხვა დაწესებულებებში კომუნიკაციისას. სოტომეს კანდიდატურა დეკემბერში დამტკიცდა, მას შემდეგ რაც იგი საქართველოს საელჩომ მსოფლიო რაგბის საორგანიზაციო კომიტეტს წარუდგინა. "ყველაფერი კარგად მიდის როდესაც ჰაიატე ჩვენთანაა, მის გარეშე დავიკარგებოდით" - ამბობს გუნდის წევრი ჰაიატე საქართველოთი პირველად მაშინ დაინტერესდა, როდესაც ქვეყნის შესახებ უნივერსიტეტში ფილმი ნახა. უნიკალური ანბანით აღფრთოვანებულმა 2 წელი ისწავლა საქართველოში და ენასაც დაეუფლა. "არის გამოთქმები რომელიც იაპონურ ენას არ ესადაგება, ხოლო ზმნის უღლება კი ძალიან რთულია" - ამბობს ჰაიატე რომელიც ამჟამად ტოკიოს უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომს ამზადებს ქართულ ლიტერატურაზე. სოტომე თარჯიმნობის უამრავ შემოთავაზებას იღებს. მან მონაწილეობა მიიღო ფუკუოკას პრეფექტურის ქალაქ ომუტას წარდგენაში, სადაც 2020 წლის ოლიმპიადაზე და პარაოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოს ნაკრები იქნება წარმოდგენილი. ის დიდი ნდობით სარგებლობს და როგორც ომუტას წარმომადგენელმა განაცხადა მოლაპარაკებებში ის სერიოზულ ძალას წარმოადგენდა. ჰაიატე ასევე ძალიან ახლოსაა რომ იყოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების თარჯიმანი მომავალ ოლიმპიადაზე. საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში სამი მატჩი გამართა, საიდანაც 1 მოიგო და 2-ში დამარცხდა. "ბორჯღალოსნები" ფინალური მატჩს 11 ოქტომბერს, შიძუოკაში ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ. "მსურს რომ მატჩებს შორის დასვენების დრო გუნდმა მაქსიმალურად გამოიყენოს" - აცხადებს ის. სოტომე ამბობს რომ არსებობს დიდი კულტურული განსხვავებები და ამატებს: "მინდა რომ მათი სურვილები გავიგო და მაქსიმალურად დავეხმარო, რათა ბიჭებმა აქ კარგი დრო გაატარონ" მიუხედავად იმისა რომ საქართველოს იაპონიაში სუმოისტ ტოჩინოშინის სამშობლოდ იცნობენ, ცნობადობა მაინც საკმაოდ დაბალია. საქართველო შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს და საკუთარი უნიკალური კულტურა გააჩნია. ქვეყანაზე გადის აბრეშუმის გზაც. სოტომე საქართველოში მუსიკას, სამზარეულოს და ღვინის წარმოების 8000 წლიან ისტორიას გამოყოფს. "ვიმედოვნებ რომ მსოფლიო თასი დაეხმარება იაპონიას საქართველოს კიდევ უფრო მეტად შეცნობაში და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამარტივებაში " საკურა კაცურადა, კიოდო - JAPANTIMES.CO.JP

სხვა სტატიები