Belive

"თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ფინალი აუცილებლად მოვიგოთ" - ლევან მაისაშვილი

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

17 დეკემბერს, 16:00 საათზე, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც "შავი ლომი" "თელ ავივ ჰითსის" დამარცხებას შეეცდება.

პრინციპული მატჩის წინ, ლევან მაისაშვილმა მეტოქის შესახებ ისაუბრა და მატჩის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"წინა კვირა აღდგენისთვის გამოვიყენეთ და ზოგადი ვარჯიშები გვქონდა, რის შემდეგაც 2 დღე დავისვენეთ და ორშაბათიდან საწვრთნელ შეკრებაზე შევედით. გავიარეთ ის კომპონენტები, რომელიც ფინალური შეხვედრისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ფინალს ის გუნდი იგებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშვებს და ვიმედოვნებ, თამაშს ჩვენ გავაკონტროლებთ".

"გვაქვს ტრავმები, გიორგი ჭყოიძემ რეაბილიტაცია ვერ დაასრულა. დაშავებულია სოსო მათიაშვილი და მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელსაც ტრავმა ვარჯიშზე გაუმიზეზდა. გვაქვს პატარ-პატარა ტრავმებიც".

"წინა შეხვედრებში მეტოქე სათანადოდ არ დავაფასეთ და შედეგიც სახეზეა – ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, მეორე კი დავთმეთ. ამიტომ ‘ჰითთან’ პირადი ანგარიშები გვაქვს და თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ფინალი აუცილებლად მოვიგოთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე გულშემატკივრისთვის. ვიმედოვნებ, რომ ქომაგი „ავჭალას“ გაავსებს და ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას", -ლევან მაისაშვილი.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები