Belive

თბილისში ქართველი მორაგბეების პოსტერები გამოჩნდა

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
დღეიდან თბილისის ქუჩებში გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და საქართველოს რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტები შეგხვდებათ. თიბისის ეს წინასაჩემპიონატო კამპანია იაპონიის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების მხარდაჭერას ემსახურება. #შეერკინემსოფლიოს - მთავარი მესიჯია ქართველი, შერკინებაში ძლიერი მორაგბეებისთვის.
მსოფლიო ჩემპიონატამდე კი მათ კიდევ ერთი თამაში ელოდებათ: 31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე თიბისი რაგბი სერიების ფარგლებში საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართება. სტადიონზე თიბისისა და მასტერქარდის რამდენიმეთვიანი კამპანია გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდება. თამაშზე რაგბის 7 გულშემატკივარი იაპონიის საგზურებით დასაჩუქრდება. ორ კაციანი საგზური, რომელიც თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა მოიცავს ფრენას, სასტუმროს, შიდა გადაადგილებას და მატჩზე დასასწრებ ბილეთებს.
კამპანიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა, ვინც საქართველო-შოტლანდიის თამაშზე დასასწრებ ბილეთებს თიბისის ნებისმიერი მასტერქარდის ბარათით tkt.ge-ზე შეიძენს! აქცია 30 აგვისტოს, 20:00 საათზე სრულდება.   რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს პირველად ჩატარდება აზიაში. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2  ნოემბერს გაიმართება. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ.
ბორჯღალოსნების განრიგი ასეთია:   23 სექტემბერი - უელსი-საქართველო 29 სექტემბერი - საქართველო-ურუგვაი 3 ოქტომბერი - საქართველო-ფიჯი 11 ოქტომბერი - საქართველო ავსტრალია   მსოფლიო თასის სრული განრიგი იხილეთ ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/   #რაგბიჩვენითამაშია  

სხვა სტატიები