Belive

თედო აბჟანდაძემ U20 მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თამაში შეაფასა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
არგენტინაში დასრულდა U20 მსოფლი ჩემპიონატი რაგბიში. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მე-10 ადგილი დაიკავა და ელიტაში ადგილი ზედიზედ მეხუთედ შეინარჩუნა. საქართველოში დაბრუნებულმა თედო აბჟანდაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობა შეაფასა. "შედეგის მხრივ თუ ვიმსჯელებთ, შარშან ბიჭებმა მე-9 ადგილი დაიკავეს და ტურნირი უფრო მაღლა დაასრულეს. მომავალ წელს ასაკის გამო საქართველოს U20 ნაკრებში ბევრი მორაგბე რჩება და მათ დიდი გამოცდილება მიიღეს. ასევე, მომავალი წლის ჩემპიონატზე ჩვენი ჯგუფი უფრო მარტივია, ვიდრე ეს ბოლო 3-4 წლის განმავლობაში იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ბიჭებს ჯგუფიდან გასვლა შეუძლიათ," - თქვა აბჟანდაძემ. საქართველოს U20 მორაგბეთა ნაკრები 2020 წელს იტალიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მასპინძელ იტალიასთან, არგენტინასთან და სამხრეთ აფრიკასთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები