Belive

ტონგამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის (აზია/წყნარი ოკეანეთის) გადამწყვეტ შეხვედრაში ტონგამ ჰონგ-კონგი 44:22 დაამარცხა და ტურნირის საგზური გაიფორმა. მატჩი ავსტრალიაში, Sunshine Coast Stadium-ზე, გაიმართა. კუნძულელები მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში მეცხრედ მოხვდნენ და საფრანგეთში, B ჯგუფში, სამხრეთ აფრიკასთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და რუმინეთთან ერთად იასპარეზებენ. ტონგის ნაკრები პირველ მატჩს 16 სექტემბერს, ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ,,ზღვის არწივებმა'' მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში სამოასთან ორი შეხვედრის ჯამში 28:79 წააგეს, თუმცა ოკეანეთის ფლეიოფში კუკის კუნძულებს აჯობეს (54:10) და აზიის წარმომადგენელთან თამაშის უფლება მოიპოვეს. ჰონგ-კონგი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს ისევ ინარჩუნებს - აზიელები პორტუგალიასთან, კენიასთან და აშშ-სთან ერთად, ოთხთა ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის გამარჯვებული საფრანგეთში გაემგზავრება.


სხვა სტატიები