Belive

Top 14 | გელა აფრასიძე ნახევარფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

საფრანგეთის ელიტური საკლუბო სარაგბო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. 24 ივნისს, ტოპ 14-ის ფინალში, ლევან ჩილაჩავას "კასტრი" გელა აფრასიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" დაუპირისპირდება. “მონპელიესა” და “ბორდოს” ნახევარფინალური დაპირისპირება, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. “მონპელიემ” მოწინააღმდეგე 19:10 დაამარცხა და ფინალური საგზური მოიპოვა. გელა აფრასიძე მატჩში მარქაფიდან, იმ დროს ჩაერთო, როდესაც “მონპელიე” მხოლოდ 3-ქულიანი სხვაობით (13:10) იმარჯვებდა. “ბორჯღალოსანთა” და “მონპელიეს” 9-იანმა 55 და 57 მეტრიდან ორი წარმოუდგენლად ლამაზი ჯარიმა გაიტანა და ტაბლოზე საფინალო ანგარიში (19:10) დააფიქსირა. აფრასიძის ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმები, პრაქტიკულად ყველა სარაგბო პორტალის განხილვის თემად იქცა. გელა აფრასიძის გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "მონპელიეს" 9-იანი ნახევარფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

სხვა სტატიები