ტოპ 14-ის მეოთხე ტურის მატჩები და ქართული ლეგიონი

15 სექტემბერს განახლდება TOP 14-ის მეოთხე ტურის მატჩები.

მეოთხე ტურს “ლიონისა” და “მონპელიეს” მატჩი გახსნის, რომელიც თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება. ლიონის შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება, ხოლო მონპელიეს შემადგენლობაში ირიცხებიან: მიხეილ ნარიაშვილი, კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა. სამწუხაროდ ვერცერთი ვერ დაეხმარება საკუთარ კლუბს, რადგან სამივეს ტრავმა აწუხებს.

“ლიონისა” და “მონპელიეს” დაპირისპირების შემდეგ, 20:00 საათზე სამი მატჩი გაიმართება: 1) აჟენი – ბორდო. “აჟენის” ძირითად შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ იქნება, მარქაფაში კი გიორგი თეთრაშვილია. საინტერესოა, რატომ ვერ მოხვდა განაცხადში “ბორჯღალოსანი” თამაზ მჭედლიძე. ხოლო რაც შეეხება “ბორდოს”, მათგან ძირითად შემადგენლობაში იქნება ლექსო ყაულაშვილი, მარქაფიდან კი ბექა გორგაძე და ლაშა ტაბიძე გამოვლენ.

2) “კასტრის ოლიმპიკი” – “გრენობლი” – “ოლიმპიკში” არცერთი ქართველი არ ირიცხება, შესაბამისად ვერცერთი ქართველი ვერ დაეხმარება გუნდს, თუმცა “გრენობლის” ძირითად შემადგენლობაში  ბექა გიგაშვილი მოხვდა. ამჟამად უცნობია, რატომ ვერ მოხვდა განაცხადში მეორე ქართველი, მარჯვენა ბურჯი დუდუ ქუბრიაშვილი.

3) “პაუ” – “კლერმონი” – მასპინძელთა რიგებში არ ირიცხება არცერთი ქართველი მორაგბე, ხოლო, “კლერმონის” ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ვიქტორ კოლელიშვილი. სამწუხაროდ განაცხადში ვერ მოხვდა ლეგენდარული ქართველი მორაგბე დავით ზირაქაშვილი.

შაბათის ტურს დაასრულებს “ტულუზასა” და “რასინგ 92”-ის მატჩი. “ტულუზას” შემადგენლობაში არ ირიცხება არცერთი ქართველი, ხოლო “რასინგ 92”-ის შემადგენლობაში ძირითადიდან დაიწყებს მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი, რომელიც თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპიდება, მარქაფიდან კი გურამ გოგიჩაშვილი შემოვა.

კვირას ტური დასრულდება, სადაც ერთმანეთს “ლა როშელი” და “პერპინიანი” დაუპირისპირდებიან, ხოლო ტურის ბოლო მატჩი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შედგება, სადაც ერთმანეთს “სტად ფრანსი” და “ტულონი” დაუპირისპირდებიან.

(719)

ტოპ 14-ის მეოთხე ტურის მატჩები და ქართული ლეგიონი

სტატიის ავტორი
-