Belive

TOP 14-ის მესამე ტურის მატჩები და ქართული ლეგიონი

5 წლის წინ რაგბი
2 წთ
8 სექტემბერს განახლდება TOP 14-ის მე-3 ტურის მატჩები. პირველი ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში პირველ და მეორე ადგილს 9 ქულით "კლერმონი" და "სტად ფრანსი" იყოფენ. ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი შედგება კლერმონში, სადაც ერთმანეთს პირველ და მეორე ადგილოსნები "კლერმონი" და "სტად ფრანსი" დაუპირისპირდებიან. კლერმონის ძირითად შემადგენლობაში ვერცერთი ქართველი ვერ მოხვდა, ხოლო გუნდს მარქაფიდან ლეგენდარული ბორჯღალოსანი დავით ზირაქაშვილი დაეხმარება. ლიდერების დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ტოპ 14-ის მესამე ტურს "ბორდო" - "მონპელიე"-ს მატჩი გახსნის, თამაში თბილისის დროით 16:45 წუთზე დაიწყება. ბორდოს მარქაფაში ქართველი ბურჯი ლექსო ყაულაშვილია, ხოლო "მონპელიეს" ძირითად შემადგელობაში კი - კონსტანტინე მიქაუტაძე. 19:00 საათზე ტური გაგრძელდება ტულუზაში, სადაც ერთმანეთს "ტულუზა" და "ლა-როშელი" დაუპირისპირდებიან. 21:00 "რასინგ 92" შეეცდება ახლად აღზევებული "აჟენის" დამარცხებას. "რასინგ 92"-ის ძირითად შემადგენლობაში იქნება მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი,ხოლო მარქაფაში კი ახალგაზრდა ბორჯღალოსანი გურამ გოგიჩაიშვილია. რაც შეეხება "აჟენს", მათ ძირითად შემადგენლობაშია ორივე ქართველი ლეგიონერი: გიორგი თეთრაშვილი (ნომერი 1) და თამაზ მჭედლიძე (ნომერი 12) 21:00 "პერგინიანი" - "ლიონი". აღნიშნულ გუნდებში არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება.

სხვა სტატიები