Belive

TOP 14-ში 18 წლის ქართველ მორაგბეს დებიუტი ექნება

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, "მონპელიეს" ოფიციალურმა ვებ გვერდმა, TOP 14-ის მე-14 ტურისთვის შემადგენლობა დაასახელა, სადაც ისინი სტუმრად "ლა როშელს" დაუპირისპირდებიან. "მონპელიეს" ძირითად შემადგენლობაში 3 ქართველია: მიხეილ ნარიაშვილი (N1); ლევან ჩილაჩავა (N3) და კოტე მიქაუტაძე (N5), ხოლო მარქაფაში კი უჩა შეიჭვილი და ალექსი ჭიჭიაშვილი არიან. ალექსი ჭიჭიაშვილი 18 წლის არის, იგი "მონპელიეში" 2018 წელს ჩაირიცხა. პოზიციით კი მარჯვენა ბურჯია. მას საქართველოს ნაკრების არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია. როგორც ცნობილია, ალექსი ჭიჭიაშვილი რაგბის კლუბი "კახელების" აღზრდილია.
82771346_2172078026228844_1127421819914027008_n

სხვა სტატიები