Belive

ტრაგედია ინგლისში - ბოჭვის დროს მიღებული ტრავმის შედეგად მორაგბე დაიღუპა

2 წლის წინ რაგბი
2 წთ

ინგლისის სამოყვარულო რაგბის ლიგაში, სადაც ერთმანეთს კოლეჯები უპირისპირდებოდნენ, დიდი ტრაგედია მოხდა. კერძოდ, კლუბ "ევეშამის" 27 წლის ინგლისელ მორაგბე - ჯეკ ჯეფერის, ლელოს დადების დროს ბოჭვა გაუკეთეს, რომელმაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც ცნობილია, 27 წლის მორაგბემ ბოჭვის დროს უმძიმესი დაზიანება მიიღო და თამაში შეწყდა, რადგან მორაგბე ადგილზევე გაითიშა და უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არ საჯაროვდება გარდაცვალების მიზეზი, უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, ექიმები და ოჯახის წევრები არ ასაჯაროვებენ ინფორმაციის იმის შესახებ, თუ რა სახის ტრავმა მიიღო ჯეკ ჯეფერიმ და რა გახდა მისი გარდაცვალების საბოლოო მიზეზი. 27 წლის მორაგბის მამამ - გლენ ჯეფერიმ განცხადება გააკეთა: "ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რადგან მას რაგბზე მეტად არაფერი არ უყვარდა. რაგბს უთმობდა ცხოვრების ყველაზე დიდ დროს... სიტყვებით აღუწერელია ეს უბედურება. ჯეკს რაც ყველაზე მეტად უყვარდა, სწორედ იმას შეეწირა". "ევეშამის" მფლობელმა - დეივ სამეფრილდმა განაცხადა, რომ ეს მისთვის და ამ კლუბის წარმომადგენლებისთვის დიდი შოკი იყო. მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

დიდი მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ  გუშინ დავკარგეთ ჩვენი საყვარელი ბიჭი ჯეკი. იგი იყო ყველაზე კეთილი და გულუხვი ადამიანი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. მე და ყველა ადამიანს გაგვიმართლა, ვისაც ჯეკი ერთხელ მაინც შეხვედრია, ის ალამაზებდა ცხოვრებას. ჯეკ, ძალიან მოგვენატრები ყველას, ოჯახს, მეგობრებს, ნაცნობებს.
 

სხვა სტატიები