Belive

წარმოამავლობის გამო ქუადე კუპერმა შესაძლოა ზელანდიელი მაორებისთვის ითამაშოს

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
ვეტერანი ავსტრალიელი მგეზავი ქუადე კუპერი სურვილს გამოთქვამს „,მაორი ოლ ბლექსის“ შემადგენლობაში იბურთაოს. ის წარმოშობით მაორია და ამ ბოლო დროს უფრო მეტი შეიტყო მისი ტომის კავშირების შესახებ. ადგილობრივ მედიასთან საუბრისას მან განაცხადა - „ ჩემი წინაპრები ზელანდიელები იყვნენ, მაორი ნიშნავს იყო ის, რაც შენშია. მე ხანდახან არ ვთვლი თავს ჭეშმარიტ მაორად, რადგან ავტრალიაში ცხოვრებამ შესაძლოა დაგავიწყოს სწორი გზა. მაორებისთვის თამაში იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ამ გზაზე.“ 2017 წლის შემდეგ მას ნაკრებში არ უთამაშია, არადა კუპერს 70 კეპი დაუგროვდა „ვოლაბების“ შემადგენლობაში. „ბევრს მიაჩნია, რომ ჩემი თამაში მაორების რიგებში იქნება ერთგვარი ღალატი ავსტრალიისთვის. სინამდვილეში მათ არ იციან ჩემი წარმომავლობა, ტრადიციები და პირადი მისწრაფება ამ ტრადიციის გასაგრძელებლად“ - განაცხადა მორაგბემ. შეგახსენებთ, რომ ვეტერანი უკანახაზელი „სუპერ რაგბის“ 2011 წლის გამარჯვებულია, მან ეს ტიტული „რედსთან“ ერთად მოიპოვა.