Belive

ცნობილი ქართველი კომენტატორი ხვალინდელი მატჩის შესახებ Live.ge-ს ესაუბრა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი და ცნობილი ქართველი კომენტატორი -  ნიაზ მამრიკიშვილი Live.ge-ს ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით ესაუბრა და ურუგვაისთან საქართველოს ნაკრების შანსები შეაფასა. "ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს, ისევე როგორც დავით აღმაშენებელმა მოჭრა დიდგორის ბრძოლის დროს. თუ აქამდე ჩვენს თამაშს ვმალავდით და არ ვამჟღავნებდით, ამჯერად ყველა კარტის გახსნა მოგვიწევს, ვინაიდან ჩვენთვის მსოფლიო თასზე ასპარეზობა ფაქტიურად ხვალინდელი მატჩით იწყება. დიდი იმედი მაქვს ხვალინდელი დღიდან მოყოლებული ქართული რაგბის აღმასვლა დაიწყება. ჩვენ ხომ კონკრეტული მიზნები გვაქვს დასახული, ისევე როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ყველა, 20-ივე გუნდს. წარმატებები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს." - განაცხადა ნიაზ მამრიკიშვილმა.

სხვა სტატიები