Belive

ტულონი მსოფლიო რაგბის სუპერვარსკვლავებს იმატებს!

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ფრანგული "ტულონი"  სუპერვარსკვლავების დამატებას აპირებს. ახალ ზელანდიელი გარემარბი ნეჰე მილნერ-სკადერი და სამხრეთ აფრიკელი მეორეხაზელი ებენ ეთზებეთი საფრანგეთში მსოფლიო თასის დასრულებისთანავე გადავლენ. მილნერ-სკადერი სარაგბო ცაზე 2015 წელს ამობრწყინდა როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, სულ კი 13 მატჩში 12 ლელოს დადება მოახერხა, აქედან ექვსჯერ კი მსოფლიო ჩემპიონატზე დაამწუხრა მეტოქეები. ნეჰე ტულონში ყოფილ თანაგუნდელს ჯულიან სავეას შეუერთდება. რაც შეეხება ეთზებეთს მას სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 75 კეპი აქვს მოხვეჭილი, და ფრანგებთან 2 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ახალი ზელანდიის ფულბეკი ბენ სმიტი ასევე საფრანგეთში, კერძოდ კი "პოს" რიგებში გადაბარგდება, ხოლო რაც შეეხება ნაკრების კაპიტანს კირან რიდს, მსოფლიო თასის შემდგომ ევროპაში მასაც ელოდებიან.

სხვა სტატიები