Belive

U15 | აღმოსავლეთში დასკვნით ტურნირზე გამსვლელები გაირკვა

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
გასულ შაბათ-კვირას "რაგბი ჭალამ" 15-წლამდე მორაგბეთა საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლა აღმოსავლეთ ზონაში. 12-კაცა რაგბში დასკვნითი ტურნირი 15-16 მაისს გაიმართება. მასში აღმოსავლეთიდან 10 და დასავლეთიდან 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აღმოსავლეთ საქართველოში შესარჩევი ტურნირი უკვე გაიმართა და ერთი ჯგუფი "ლელომ", ხოლო მეორე "ხვამლმა" მოიგო. დასკვნით ტურნირზე თბილისიდან ითამაშებენ (7 გუნდი): "ლელო", "ხვამლი", "აკადემია", "ლოკომოტივი", "ყოჩები", "ხულიგანა" და "არმაზი". შესარჩევ ტურნირში მე-5 ადგილი დაიკავა "ხარებმა", რომელიც დასკვნით ჩემპიონატში ქვემო ქართლის კვოტით გადის. კახეთიდან უკეთესი შედეგი "ვეფხვებს" (მე-11 ადგილი) ქონდა, თუმცა ის ფინალურ მატჩებში "ჭადარის" მორაგბეებსაც დაიმატებს. შიდა ქართლიდან "გორი" ითამაშებს, რომელიც შესარჩევ ტურნირში მე-12 ადგილზე გავიდა. თამაშები იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ ჯგუფურ ეტაპზე და ფლეი ოფებში ორ-ორჯერ დაფიქსირდა ფრე. ერთ-ერთ ბადეში "ხარები" მესამე ადგილის მფლობელი დამატებითი არეკნებით გახდა ("არმაზთან"). არეკნები გახდა საჭირო ჯგუფის გამარჯვებულის გამოსავლენადაც და "ხვამლმა" "ლოკომოტივს" სძლია. მეორე ბადეში "ყოჩებმა" "ხულიგანას" მესამე ადგილისთვის 19:7 მოუგო, ხოლო ფინალში "ლელომ" "აკადემია" 26:5 დაამარცხა. დასავლეთ საქართველოდან ორი ადგილი ქუთაისს ეკუთვნის, ერთი იმერეთის რეგიონს, ხოლო აჭარას, სამეგრელოს და გურიას თითო-თითო. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები