ფოტო: rugbyeurope
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
U18 | 12 ლელო ჩეხეთთან
2 წლის წინ
რაგბი
2 წთ
ჩვენმა 18-წლამდელებმა ჩეხეთთან ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნეს. მეტოქე მოლში არ შემოვიდა და ლელო ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა გაიტანა. მე-5 წუთზე ნიკოლოზ კინწურაშვილმა ხაზი გაჭრა და ცალი ხელით ბურთი ლელოში გიგა ქურხულს შეაყოლა. მე-7 წუთზე მოლი უკვე მარჯვენა ფრთიდან აგორდა და მორიგი ლელო გავიდა. მალევე მეტოქის 22-ში მათივე დერეფანი მოვიგეთ და ორი მიძალების შემდეგ ლელო გიორგი მამაიაშვილმა გაიტანა. მე-12 წუთზე ქურხულმა გაჭრა ხაზი და ლელოში თორნიკე ბაიხოიძე დაგეზა. მე-16 წუთზე 15-მეტრიანი მოლი ბაბუნაშვილის მორიგი ლელოთი დასრულდა. ესტაფეტა ხაზის მოთამაშეებმა გადაიბარეს და შემდეგი ლელოები შალვა აფციაურმა, ლუკა სახელაშვილმა და საბა არჩვაძემ გაიტანეს. პეტრე ხუციშვილმა 9-იდან 7 გარდასახა – 59:0.
მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც შეცვლაზე შესულმა ალექსანდრე ჯიღაურმა თავად შეუტია და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. დარჩენილ დროში საქართველომ ორი ლელო გაიტანა, დავით იმნაძემ ერთი გარდასახა მატჩი 76:0 დასრულდა. თასის ნახევარფინალური მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს ეთამაშება. პორტუგალიამ ნიდერლანდებს 26:15 სძლია, ხოლო 2019 წლის ფინალისტმა ესპანეთმა რუმინეთს 45:8 აჯობა.