Belive

U20 ბორჯღალოსნები ფიჯისთვის დაირაზმნენ

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები რაგბში ხვალ არგენტინაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ. ეს შეხვედრა 9-12 ადგილებისთვის ნახევარფინალის ეგიდით იმართება და გამარჯვების შემთხვევაში პატარა "ბორჯღალოსნები" ელიტაში ადგილს გაინაღდებენ და მომავალ წელსაც მსოფლიო თასზე იასპარეზებენ, მარცხის შემთხვევაში კი ურთულესი შეხვედრის გამართვა მოუწევთ ელიტაში დარჩენისათვის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ დღეს ის შემადგენლობა დაასახელა ვინც ფიჯისთან გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. 15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურა ქავთარაძე (ხარები), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი); 1. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი). მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 18. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 19. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი),26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

სხვა სტატიები