Belive

U20 ბორჯღალოსნების მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი და დროები ცნობილია

5 წლის წინ რაგბი
2 წთ
რაგბში U20 მსოფლიოს ჩემპიონატი 4 ივნისს არგენტინაში აიღებს სტარტს. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბორჯღალოსნები ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდნენ. ჩვენი მეტოქეები: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია და შოტლანდია იქნებიან.
ასდადადა
1. U20 ბორჯღალოსნები პირველ შეხვედრას ახალ ზელანდიასთან გამართავენ. მატჩი 4 ივნისს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. 2. მეორე მატჩს უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ. მატჩი 8 ივნისს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. 3. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს, მცირეწლოვანი ბორჯღალოსნები შოტლანდიელ თანატოლებთან გამართავენ. მატჩ 12 ივნისს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

ჩვენი მეტოქეების შედეგები 2018 წლის U20 მსოფლიო ჩემპიონატზე

სამხრეთ აფრიკა 2018 წლის U20 მსოფლიოს ჩემპიონატზეც ჩვენს ჯგუფში იყო და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიც სწორედ მათთან მატჩის გავხსენით. ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკელებთან 33:27 დამარცხდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამხრეთ აფრიკა 2018 წლის U20 მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა. ახალმა ზელანდიამ 2018 წელს ჯგუფი მეორე ადგილით 14 ქულით დაასრულა და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე მასპინძელი საფრანგეთის U20 ნაკრები იყო. კუნძულელები ევროპელებთან 17:6 დამარცხდნენ. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი სამხრეთ აფრიკელებთან დამარცხდნენ და U20 მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩნენ. შოტლანდიის U20 ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სიკვდილის ჯგუფში მოხვდა. მათი მეტოქე ინგლისის, იტალიის და არგენტინის ნაკრებები იყვნენ. როგორც მოსალოდნელი იყო შოტლანდიელები ჯგუფში ბოლო ადგილზე 1 ქულით გავიდნენ და 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთნენ. მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში U20 შოტლანდიელები ბორჯღალოსნებს შეხვდნენ და ბორჯღალოსნებმა 31:39 გაიმარჯვეს.  

სხვა სტატიები