Belive

U20 რაგბი - მსოფლიოს საუკეთესო 50-ეულში 3 ქართველი მოხვდა

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სარაგბო პორტალმა rugbypass.com-მა, დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიო 50 საუკეთესო U20 მორაგბე დაასახელა, სადაც 3 ქართველი მოხვდა: დემე თაფლაძე, ვანო კარკაძე და იოანე იაშაღაშვილი. 48-ე ადგილი დაიკავა საქართველოს U20 ნაკრების კაპიტანმა და "ლელო-სარასენსის" მორაგბემ - დემე თაფლაძემ, რომელიც შემდეგნაირად დაახასიათეს: " შთამბეჭდავი შუამარბი, რომელმაც პირველი სანაკრებო კეპი ცოტა ხნის წინ მოიხვეჭა და გუნდს უკანა ხაზში საჭირო სისწრაფე და დინამიზმი შემატა. 19 წლის მორაგბის საფრანგეთში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია".  37-ე ადგილი დაიკავა "ბრივისა' და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭმა - ვანო კარკაძემ, რომელიც წელს მესამედ ითამაშებს U20 მსოფლიო ჩემპიონატზე. ვანომ ასევე ითამაშა 2019 წელს, იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზეც. ვანო კარკაძეზე rugbypass-მა შემდეგი კომენტარი გააკეთა: " კარკაძე ჯერ 20 წლისაც არ არის და უკვე მოახერხა ეროვნულ ნაკრებში 5 კეპის მოხვეჭა, ამასთანავე იგი 2019 წლის მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა. ქართველი კვაჭი "ბრივის" შემადგენლობაში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად თამაშობს". რაც შეეხება იოანე იაშაღაშვილს, "ბეიონისა" და საქართველოს U20 მორაგბეთა ნაკრების მესამეხაზელი, 23-ე ადგილს იკავებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო სარაგბო გამოცემა მას შემდეგნაირად ახასიათებს: "იოანე დიდი და სწრაფი მესამეხაზელია, მას ხელით თამაშის კარგი ტაქტიკა გააჩნია, შესაძლებელია და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ იგი მამუკა გორგოძის ღირსეული მემკვირდრე იქნება".

სხვა სტატიები